თვალის პროთეზირება „IQ კლინიკა“-ში. ქ. თბილისი, საქართველო.

თვალის პროთეზირება „IQ კლინიკა“-ში. ქ. თბილისი, საქართველო.

დიდი ხნის განამვლობაში საქართველოს მოქალაქეებს თვალის პროთეზირებისთვის უხდებოდათ  საზღვარგარეთ წასვლა, რათა მიეღოთ კვალიფიციური მომსახურება, რაც ბევრი ადამინისთვის სირთულეს წარმოადგენდა.

2018 წლის ივლისიდან, „IQ კლინიკასა“ და თვალის პროთეზირების ცენტრს „CENTRGLAZOMSK“ შორის დამყარებული პარტნიორული ურთიერთობის საფუძველზე შესაძლებელი გახდა ყველა მსურველმა  „IQ კლინიკაში“ სპეციალურად მოწვეულ სპეციალისტებთან, მიიღონ არა მარტო კონსულტაცია თვალის პროთეზირებასთან დაკავშირებით, არამედ ინდივიდუალურად დაუმზადდეთ მაღალხარისხიანი პოლიმერული თვალის პროთეზები. პროთეზირების ჩვენებას წარმოადგენს ჯანსაღი თვალის არარსებობა ან არსებული თვალის დეფორმაცია (სუბატროფია, მიკროფთალმი, ტრავმა, რქოვანის შემღვრევა და დანაწიბურება  და ა.შ).

თავლის ინდივიდუალური პროთეზების დამზადება ხდება ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით. პროთეზირებისას გათვალისწინებულია ადამიანის ყველა ანატომიური თავისებურება როგორიცაა: თვალის და სკლერის ფერი, ზომა, გუგის დიამეტრი, სისხლძარღვების რაოდენობა, თვალის ფორმა.  თვალის ინდივიდუალური პროთეზირება გულისხმობს ჯანსაღი თვალის ზუსტი ასლის შექმნას, ყველა პატარა დეტალის გათვალისწინებით, მაქსიმალური კოსმეტიკური ეფექტის მისაღწევად.

„IQ კლინიკა“-ში წარმოდგენილი მაღალტექნოლოგიური თვალის პროთეზები იძლევა როგორც სამკურნალო, ისე კოსმეტიკურ ეფექტს. ხელს უწყობს ორბიტალური ღრუს სათანადო ფუნქციონირებას, აფერხებს ქსოვილის ნაწიბუროვანი დეფორმაციის სინდრომის განვითარებას, გააჩნია მაღალი ხარისხის ბუნებრიობის ეფექტი, მექანიკური სიმტკიცე, ძლიერი ამტანობა ტემპერატურულ ცვლილებაზე. თვალის პროთეზს აქვს პრიალა ზედაპირი, ადვილად ტენიანდება ცრემლის საშუალებით, რაც ქმნის თვალისთვის ბუნებრივ გარემოს. თვალის პროთეზი მარჯვნივ, მარცხნივ, ზევით და ქვევით მოძრაობისას არ ვარდება თვალბუდიდან.

„IQ კლინიკა“-ში, ყველა პაცინეტი თვალის პროთეზირებისას იღებს დეტალურ ინფორმაციას და რეკომენდაციას თუ როგორ უნდა მოუარონ თვალის პროთეზს და თვალბუდეს, ასევე გადაეცემათ სპეციუალრი თასი/ჯოხი თვალის პროთეზის მოსახსნელად და სპეციალური  პროთეზის შესანახი ყუთი.

დამატებითი ინფორმაციისთვის და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშრდით:

მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. 104, ტელ: (+995 32) 2937137 ან 2937037

E-mail: info@iqclinic.ge

FB: IQ Clinic / IQ კლინიკა